დონალდ ტრამპი მედიის წინააღმდეგ 

21:32, 23.09.2026

ბოიკოტი აკრედიტაციების გაუქმების პასუხად – დონალდ ტრამპსა  და ამერიკულ მედიას შორის დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება.

სიენენს“, „ემეს ნიუს“ და „პოლიტიკოს“, რომლებსაც  თეთრ სახლში მუშაობის უფლება ტრამპის გადაწყვეტილებით და ყალბი ამბების გავრცელების არგუმენტით შეუზღუდეს, სხვა მედია საშუალებები სოლიდარობას უცხადებენ. თეთრი სახლის ახალი ამბების გაშუქება კიდევ ოთხმა უმსხვილესმა ტელეკომპანიამ, მათ შორის ტრამპისადმი ლოიალურად განწყობილმა „ფოქს ნიუსმა“ და გავლენიანმა ბეჭდურმა გამოცემებმა შეაჩერეს. მედია მუშაობის შეზღუდვას პრესის თავისუფლების უხეშ დარღვევად აფასებს. დაწყებულია სასამართლო დავაც. სარჩელს ის მოსამართლე განიხილავს, რომელმაც იდენტურ საქმეზე 2018 წელს გადაწყვეტილება მედიის სასარგებლოდ მიიღო. გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე ტრამპის გაღიზიანება მისი გამოსვლის დროს გაერო-ს პრეს-ზონაში ამ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ყოფნამ გამოიწვია. პრეზიდენტმა ჟურნალისტები არაერთი შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია.

მსგავსი