დონალდ ტრამპი კვლავ თავდასხმის სამიზნე ხდება. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტისა და მოქმედი საპრეზიდენტო კანდიდატის სიახლოვეს ისევ ისროლეს. შემთხვევა ტრამპის გოლფ კლუბში მოხდა. დაკავებულია ინციდენტთან კავშირში მყოფი ერთი პირი. „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო „აკა-47“ ტიპის იარაღით. ფედერალურმა ბიურომ აღნიშნული მკვლელობის მცდელობად შეაფასა და გამოძიება დაიწყო. თავად ტრამპი კი აცხადებს, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
თიკა მიგინეიშვილი მომხდარის დეტალებით გვიერთდება პირდაპირ ეთერში.