დონალდ ტრამპი "დემოკრატების" საჩივარს მისთვის დაბრკოლების მცდელობად აფასებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დემოკრატების” საჩივარს მისთვის დაბრკოლების მცდელობად აფასებს. “დემოკრატიული პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა რუსეთს, „ვიკილიქსს“ და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს სასამართლოში უჩივლა.
“დემოკრატები” ზემოხსენებულ სამივე ფიგურანტს, 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატისთვის ხელის შეშლის მიზნით, შეთქმულების მოწყობაში სდებენ ბრალს. საჩივარში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის საიდუმლო გარიგება შედგა, რომლის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხება იყო.