დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში

პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან წელიწადნახევრის შემდეგ დონალდ ტრამპი ლონდონში პირველად ჩავიდა.

არაერთხელ გადადებული სამუშაო ვიზიტი მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. ამერიკის პრეზიდენტის და დიდი ბრიტანეთის პრემიერის მთავარი განსახილველი თემა ბრექსითის შემდეგ ლონდონისა და ვაშინგტონის ურთიერთობები იყო. ხმამაღალ განცხადებებს თეთრი სახლის ლიდერი არც ლონდონში მორიდებია. ტრამპმა გერმანიის კანცლერი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მწვავე გზავნილები გაისმა მოსკოვის მისამართითაც.

ამ წუთებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად დედოფალთან აუდიენციაზე იმყოფება.