დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მტერი უწოდა – შესაბამისი განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პენსილვანიაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მის წინააღმდეგ იყენებს. თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა მის რეზიდენციაში ჩატარებულ ჩხრეკაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია აგენტებმა 9 აგვიტოს გაჩხრიკეს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო, მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს.