ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. პირველ ეტაპზე ტრამპმა რამდენიმე განკარგულება მხარდამჭერების წინაშე გამართულ ღონისძიებაზე გააფორმა, ხოლო შემდეგ თეთრ სახლში გადაინაცვლა. აღმასრულებელ განკარგულებებს შორისაა კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე დაახლოებით 1 600-მდე პირის შეწყალება და სამხრეთ საზღვარზე „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადება. დონალდ ტრამპმა თანამდებობა გუშინ ოფიციალურად გადაიბარა. როგორც საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, ეს ამერიკის „ახალი ოქროს ხანის“ დასაწყისია და ამერიკელებს ჰპირდება, რომ ქვეყანას საერთაშორისო ავტორიტეტის აღუდგენს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია