დონალდ ტრამპი – არალეგალი მიგრანტები დაუყოვნებლივ, სამართალწარმოების გარეშე უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოდიან

12:03, 26.06.2018

დონალდ ტრამპს არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება სამართალწარმოების გარეშე სურს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში შემოიჭრან. ისინი დაუყოვნებლივ, სამართალწარმოების გარეშე უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოდიან. ჩვენი სისტემა – ეს არის კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის, კანონისა და წესრიგის დაცინვა“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

მსგავსი