აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის სულიერი ლიდერი ავადმყოფად მოიხსენია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას განაცხადა. ტრამპმა ირანში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ირანში მკვლელობები შეწყდა. ჟურნალისტმა შეერთებული შტატების ლიდერს ასევე აჩვენა აიათოლა ალი ხამენეის პოსტები, სადაც ირანის სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის დამნაშავეა.