დონალ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა
ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება.
ტრამპის კრიტიკის ადრესატი ამჯერად რომის პაპია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, რომელმაც შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკა ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკრიტიკა, ტრამპის თავდასხმის სამიზნე ხდება. ამერიკის ლიდერი, ლეო მე-14-ეს გონების მოკრებას ურჩევს და მას სუსტ სასულიერო ფიგურად აცხადებს. „მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა“ განაცხადა ტრამპმა, რომელსაც ვატიკანიდან მალევე უპასუხეს. კრიტიკის მიუხედავად, რომის პაპი ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს მომავალშიც აანონსებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებს იტალიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და მას მიუღებელი უწოდა. დონალდ ტრამპის მიმართ მორწმუნეების უკმაყოფილება სოციალურ ქსელში გავრცელებულმა და მოგვიანებით წაშლილმა ფოტომაც გაამძაფრა.