„დონ კიხოტი“ ოპერის ეზოში

კოვიდ“-რეალობაზე მორგებული სპექტაკლი. არსებობის ისტორიაში პირველად ოპერის და ბალეტის თეატრი მაყურებელს ღია სივრცეში იწვევს. შვიდთვიანი პაუზის შემდეგ საბალეტო დასი დონ კიხოტის სამმოქმედებიანი სპექტაკლის შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს. დიდი ინტერესის და მოთხოვნილების გამო სპექტაკლის დღეების დამატება გახდა საჭირო.

თეატრის ეზოში შეკრებილი მაყურებლისთვის საბალეტო დასი ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ სუიტას იცეკვებს. მიმდინარე წლის მარტის შემდეგ ეს საბალეტო დასის პირველი წარმოდგენა იქნება.