დონ ჯოვანი – პრემიერა ოპერის თეატრში
საოპერო ხელოვნების კიდევ ერთი შედევრი ქართულ სცენაზე – ოპერისა და ბალეტის თეატრში მოცარტის „დონ ჯოვანს“ წარმოადგენენ. კომპოზიტორის საკულტო ნაწარმოების და ძველ ლეგენდაზე დაფუძნებული ოპერის კიდევ ერთ დადგმაზე თეატრის დასთან ერთად მოწვეული მომღერლებიც მუშაობენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მოცარტის ცნობილი ოპერა 17-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
„დონ ჯოვანის“ პრემიერა 23 აპრილს გაიმართება.