დოლოჭოპის ტაძრის მდგომარეობა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი კახეთს ესტუმრა და ყვარლის რაიონში მდებარე დოლოჭოპის ტაძარი დაათვალიერა, რომელიც მეოთხე-მეხუთე საუკუნეებით თარიღდება. გაირკვა, რომ 2018 წელს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში მდინარე დურუჯისთვის კალაპოტის შეცვლის შედეგად, ტაძრის ტერიტორია პერიოდულად იტბორება, რაც მას აზიანებს. კულტურის მინისტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, ტაძრის მდგომარეობა შეფასდება და ტაძრის გადარჩენის სამოქმედო გეგმა შემუშავდება.