„დოლჩე და გაბანას“ 2021 წლის ჩვენება

მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში ვენეციაა – მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესულ ქალაქში „დოლჩე და გაბანას“ უახლესი კოლექცია წარმოადგინეს. სან-მარკოს მოედანზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

იტალიური მოდის სახლის 20-წუთიან ჩვენებას მსოფლიო ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ – მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და ქალაქის კულტურასა და ისტორიასთან შერწყმული დეტალებით გამდიდრებული შოუ „ალტა მოდა“ მსოფლიო მოდის გამოცემების მთავარი თემაა. დიზაინერებმა ვენეციის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა და ისტორია ქსოვილებში გადაიტანეს.