დოკუმენტური ფილმი „ველოსიპედით მთვარემდე“

დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენზე.

ჯუმბერ ლეჟავას ათწლიანი მოგზაურობის ისტორიას რეჟისორი გიორგი ხარებავა საკუთარ სრულმეტრაჟიან ნამუშევარში აღწერს. „ველოსიპედით მთვარემდე“, – ასე ჰქვია ფილმს, სადაც წარმოდგენილია უნიკალური საარქივო ვიდეომასალა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობიდან და საინტერესო ეპიზოდები რეკორდსმენის ცხოვრებიდან.

როდესაც რეჟისორმა ფილმზე მუშაობა დაიწყო ჯუმბერ ლეჟავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მოგზაურობის დროს მსოფლიო რეკორდსმენის მიერ გადაღებული 150 კასეტიდან ვიდეო ფრაგმენტების შერჩევას და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას წლები დასჭირდა. სრულმეტრაჟიან ნამუშევარში მაყურებელი 3333 დღიანი მოგზაურობის მნიშვნელოვან მომენტებს იხილავს. ფილმის შემდეგ დაგეგმილია ქართველი ველო-მოგზაურის ხელნაწერების წიგნად გამოცემაც.