დოკუმენტური ფილმი „ჯამბაზის კალენდარი“

საქართველოს პირველი არხის დაფინანსებით შექმნილ ფილმს „ჯამბაზის კალენდარი” დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ.

ლევან ადამიას სრულმეტრაჟიან ნამუშევარს მაყურებელი ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში იხილავს. ადამიას ფილმს ამავე სექციაში კონკურენციას ცხრა ფილმი გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, „სინედოკი“ ხვალ გაიხსნება და 13 მაისამდე გასტანს.

ლევან ადამიას ფილმი, ფესტივალის ფარგლებში ორჯერ იქნება ნაჩვენები.

 

დატოვე კომენტარი