რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. ქალაქ დობროპილიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. დონეცკის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულია 14 და დაშავებულია 47 მოქალაქე. დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია. რუსეთის ჯარებმა ქალაქზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. დონალდ ტუსკი წერს: „როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, მსგავსი რამ ხდება, უფრო მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული“.