დმიტრო კულებას მიმართვა

რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით, უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გენოციდის შესახებ კონვენცია და ამართლებს საკუთარ სამხედრო აგრესიას „გენოციდში“ უკრაინის უსაფუძვლო ბრალდებებით“, – აღნიშნა კულებამ.