დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს შეხვდა

ბერლინში გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა. ამის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა და ერთობლივი ფოტოც გაავრცელა. „ბერლინში შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. უკრაინაში იგზავნება მეტი იარაღი და სხვა მხარდაჭერა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვიმუშავებთ ერთად, რათა უზრუნველვყოთ უკრაინული საკვების ექსპორტის მომხმარებლებამდე მიღწევა აფრიკასა და აზიაში. მადლობელი ვარ სახელმწიფო მდივნის, ბლინკენისა და შეერთებული შტატების ლიდერობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის“ – ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.