პირველი ევროპელების ქალაქში პრემიერისთვის ემზადებიან.
დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირზე“ მუშაობს. კლასიკად ქცეულ ნაწარმოებს, განსხვავებული გამომსახველობითი სტილით, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დგამს. ახალგაზრდა მსახიობებისგან შემდგარი მუდმივმოქმედი დასისთვის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შედგება, რადგან დმანისში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი.