ჟვანიას ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნა

ჟვანიას ქუჩის მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. თემასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ, დედამიწის შემსწავლელ  მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორთან  და ადგილობრივებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართეს. განიხილეს განხორციელებული აქტივობები. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მხრიდან, ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვების გაცემა შეიზღუდა.

დატოვე კომენტარი