ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა – სასამართლო პროცესები

18:14, 24.10.2025

პარალეურად გრძელდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესები. შვიდი პირია დაკავებული 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროს მედიისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით. დღევანდელ სხდომაზე მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ირაკლი წულაიას, გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილის, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელიას, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძის მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს პროკურატურა. აღნიშნულს არ ეთანხმება დაცვის მხარის ნაწილი და აცხადებენ, რომ დაკავებული პირები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე უნდა გათავისუფლდნენ.

მსგავსი