ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა – სასამართლო პროცესები

21:25, 24.10.2025

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან ის პირებიც, რომლებსაც 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებიან. პროკურატურამ  პირველი არხის, „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ჟურნალისტები და თანამშრომლები დაზარალებულად ცნო. საუბარია შვიდ პირზე, რომლებსაც ბრალი გუშინ წაუყენეს.
დღევანდელ სხდომაზე მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა ირაკლი წულაიას, გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილის, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელიას, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძის მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს. დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გათავისუფლებას ითხოვს დაცვის მხარე. შვიდი პირიდან ექვსს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ერთს კი ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში ედება ბრალი.

მსგავსი