ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „დროას“ ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს, „ლელოს“ წევრთან, გრიგოლ გეგელიასთან ინტერვიუს ჩაწერაში ხელი შეუშალა.
ხოშტარიამ ჟურნალისტს რუსი უწოდა და როდესაც „ქრონიკის“ კორესპოდენტმა მას შეახსენა, რომ ფულს რუსეთიდან თავად იღებს, ხოშტარიამ განაცხადა, რომ ესეც მათი პროპაგანდაა.