ჟურნალისტის მკვლელობის საქმე 

ცნობილი ჟურნალისტის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმის გამო, მალტაში პოლიტიკური კრიზისია.

თანამდებობიდან გადადგნენ ტურიზმის მინისტრი და პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მოქალაქეების ნაწილი კი ისევ ქუჩაშია და დანაშაულთან მთავრობის წევრების შესაძლო კავშირის გამო პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა შემხებლობა აქვთ თანამდებობებიდან დღეს წასულ მაღალჩინოსნებს ორი წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან, რა დროსაც კორუფციულ თემებზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტი მანქანაში ააფეთქეს. რეზონანსულ საქმესთან მათი შესაძლო კავშირების ეჭვს რამდენიმე გარემოება ამყარებს.