ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება

ბულგარელ ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიაში დააკავეს.

დაკავებულის ექსტარდირების გადაწყვეტილებას, გერმანია, სავარაუდოდ 40 დღის განმავლობაში მიიღებს. ბულგარელი გამომძიებლები ამტიცებენ, რომ დაკავებულის ბრალეულობის დამადასტურებელი სამხილები აქვთ.

ამ დრომდე გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა ვიქტორია მარინოვას მკვლელობა მის პროფესიულ საქმიანობას. ბოლო საქმე, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობდა, ევროკავშირის ფონდებიდან თანხის გაფლანგვა იყო.