ჟურნალისტის მკვლელობა საკონსულოში

2 ოქტომბერს გაუჩინარებული „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის საქმე მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

გამოცემა „მიდლ ისთ აისის“ ცნობით, ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში წამებით მოკლეს, რის შემდეგაც მოკლულის სხეული დაანაწევრეს და შენობიდან გაიტანეს.

ფაქტს ადასტურებს ჟურნალისტის მაჯის საათის მიერ ჩაწერილი აუდიომასალაც, რომელიც თურქმა სამართალდამცველებმა მოიპოვეს.

ჩანაწერის შინაარსი მედიასაშუალებებს ანონიმურმა წყაროებმა გააცნეს.

არაბი ჟურნალისტი ბოლო თვეებში საუდის არაბეთის ახალ პრინცს მწვავედ აკრიტიკებდა, ის ამერიკაში ცხოვრობდა, სტამბოლში კი თურქ საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. საუდის არაბეთის საკონსულოში ხაშოგი 2 ოქტომბერს პირველ ცოლთან განქორწინების საბუთის მისაღებად შევიდა.