ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია

თემა, რომელმაც დღეს მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

კიევში მომხდარი მკვლელობა იმიტირებული აღმოჩნდა. რუსი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით გავრცელდა, ცოცხალია. არკადი ბაბჩენკო ცოტა ხნის წინ მოულოდნელად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, მკვლელობა სპეცოპერაციის ფარგლებში იყო დადგმული.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა კრემლის კრიტიკოსი ჟურნალისტის მკვლელობის დაკვეთაში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ.