ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

როგორ იმოქმედა ხუთ და ექვს ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტელეკამერების წინ დღეს არა მინისტრი არამედ მისი მოადგილე გამოჩნდა. ალექსანდრე დარახველიძე ირწმუნება, რომ სამინისტრომ შესაბამისად იმოქმედა და ძალადობრივი მოქმედებები აღკვეთა. თუმცა, რატომ დაშავდა 55 პირი ხუთ ივლისს მათ შორის რატომ სცემეს მედიის 53 წარმომადგენელს, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. განცხადებები გაკეთდა დაკავებების შესახებ, თუმცა როგორც ცნობილია სისხლის სამართლებრივი დევნა შვიდი პირის მიმართ არის დაწყებული. პროკურატურამ პროცესების ჩანიშვნის შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.