უკვე რამდენიმე საათია, „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – შალვა სუმბაძე, ნიკა ცირიკიძე და ვახო ლეკიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. საქმე ეხება გუშინ, 4 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩვენს გუნდს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და თავს დაესხნენ – მათ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს. გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. ამავე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება „იმედის“ გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებითაც, მათზე აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად იძალადეს, დაზიანებულია ტელეკომპანიის ტექნიკა. „მოამბის“ თანამშრომლების მსგავსად, პროკურატურაში მათი გამოკითხვაც მიმდინარეობს.