ჟურნალისტების პროტესტი

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კვლავ გაფიცულები არიან და ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

პარალელურად, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე დათანხმდა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას. შესაბამისად ორივე შეთავაზების ხელშეკრულებაზე, თოქ-შოუს პროდიუსერობასა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობაზე ხელი უკვე მოეწერა. კოხრეიძე აცხადებს, რომ გაფიცვის საფუძველი აღარ არსებობს. ამის მიუხედავად სამსახური დატოვა თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ. შეგახსენებთ, ჟურნალისტების უკმაყოფილება დირექტორის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რაც  სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება.