ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთაველის გამზირზე, პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ილია თვალიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის სახის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ყველა არხის, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. საქართველოს პირველი არხი გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.