ჟურნალისტების აქცია 

საქართველოს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება მედიას საკუთარი საქმიანობის შესრულებაში მიზანმიმართულად უშლის ხელს. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ მათთან ერთად დაიცვან საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შეიქმნას ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.