ჟურნალისტების აქცია

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, საფრთხის ქვეშაა ჟურნალისტებისა და მოქალაქეების სიცოცხლე, ისევე როგორც ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი.

დატოვე კომენტარი