ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 22 დღეა შიმშილობს. ჟურნალისტს დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს და მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებასაც გააკეთებს. ადვოკატი კი განმარტავს, რომ მომავალ კვირას მზია ამაღლობელისთვის სიღრმისეული კვლევების ჩატარება იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რა სამედიცინო მანიპულაციებზეა საუბარი, ამას ადვოკატი ხვალ გაიგებს. არ არის გამორიცხული, რომ კვლევები ჟურნალისტს კლინიკაში ჩაუტარდეს. უქმე დღეების გათვალისწინებით უფლებადამცველები დღეს ამაღლობელის მონახულებას ვერ ახერხებენ.