ჟურნალის პრეზენტაცია

თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრმა და domus georgia-მ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა დისკუსია თემებზე – გლობალური კლიმატური ცვლილებები, ტექნოლოგიური განვითარება, არქიტექტურის როლი გამოწვევების საპასუხოდ და გლობალური დათბობით გამოწვეული ზიანის შემცირება. საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც Domus-თან თანამშრომლობა და ჟურნალის გამოცემა დაიწყო.