ჟურნალის პრეზენტაცია
საქართველოს პარლამენტში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული ჟურნალის – „ოქროს საწმისი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მიმართეს. პროექტი „გიგანტური წიგნები” საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტია, რომელიც XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის ჟურნალ-გაზეთების ხელახლა გამოცემას ითვალისწინებს.