ჟურნალის პრეზენტაცია
საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა ცესკო-ში.
პერიოდული გამოცემის მიზანი ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებაა. სტუმრებს ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის მისიასა და იმ პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტი საარჩევნო გარემოს განვითარებაა. ჟურნალი „არჩევნები 360˚“ მომზადდა ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ და მოიცავს როგორც მუდმივ, ისე ცვლად რუბრიკებს.