ჟოზეფ დოული: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოული აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს მთავრობამ ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ დოულმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა. განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძის თქმით, სამართლებრივი გადაწყეტილება პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის. დოულს გამოემხაურა იან კელიც.