ჟოზეფ ბორელის წერილი ოპოზიციას

ოპოზიციის მიერ გაგზავნილ წერილზე ბრიუსელიდან პასუხი მოვიდა.

პოლარიზაციის შესამცირებლად და რეფორმების შესასრულებლად მთავრობის და ოპოზიციის ერთად მუშაობაა აუცილებელი, – ასეთია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის მთავარი გზავნილი. ჟოზეფ ბორელი ხაზს უსვამს, რომ სწორედ რეფორმების ტემპზე და ხარისხზეა დამოკიდებული საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მასშტაბი. განსაკუთრებული აქცენტი მართლმსაჯულების რეფორმაზე კეთდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, 9 დეკემბერს შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირის ლიდერებს 7-პუნქტიანი წერილი გაუგზავნეს და საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარებების გამოყოფის დროს პირობითობის მექანიზმის გამოყენება სთხოვეს. ბორელის საპასუხო წერილი ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ამჯერადაც სხვადასხვანაირად აღიქვეს.