ჟოზეფ ბორელის განცხადება

„ერთიანი დიპლომატიური ძალისხმევით ევროკავშირმა შეძლო ბელარუსის გავლით, გაერთიანების საზღვრებში მიგრანტთა შესვლის შეჩერება“ – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჟოზეფ ბორელის თქმით, ლუკაშენკომ მიზანს ვერ მიაღწია და ახლა მას პრობლემები აქვს. შესაბამისად, ამ სიტუაციამ აჩვენა, რომ ევროპული გაერთიანება ერთიანია და შედეგის მიღწევა შეუძლია. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსი ხალხისა და დემოკრატიული ბელარუსის მხარდაჭერას. გარდა ამისა, ბორელი უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 16 დეკემბრის სამიტზე განიხილება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემთხვევაში, საზოგადოების შესაძლო ქმედებები შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გამოყოფს, კერძოდ  35 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გასავითარებლად დაიხარჯება.