ჟოზეფ ბორელის განცხადება

რაფაჰზე თავდასხმა ჰუმნაიტარულ კატასტროფას გამოიწვევს – ამის შესახებ კი ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერს: „ისრაელის შეტევა რაფაჰზე გამოიწვევს ენით აღუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან. მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.“- ამბობს ბორელი. შეგახსენებთ,რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რაფაჰში სამხედრო ოპერაცია 10 მარტამდე ანუ რამადანის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა.