ჟოზეფ ბორელის განცხადება

ჯოზებ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი „გამომაფხიზლებელი“ იყო. მაგალითად ენერგოდამოკიდებულების საკითხი  დაასახელა. „წლების განმავლობაში, ჩვენი რუსეთზე დამოკიდებულება იზრდებოდა. ახლა ჩვენ სრულად გავაცნობიერეთ ამ დამოკიდებულების იარაღად გადაქცევა“, – აცხადებს  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორიც გვსურს. ეს მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და საშიში. ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ბორელმა.