ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული გმირის საფლავზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ჟიული შარტავა მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.