ჟიული შარტავა დღეს 81 წლის გახდებოდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ის 81 წლის გახდებოდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს. მათ ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და ვეტერანთა საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.