ჟინვალის წყალსაცავში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

12:16, 15.11.2018

ამ დრომდე მიმდინარეობს ჟინვალის წყალსაცავიდან 53 წლის მამაკაცის ცხედრის ამოყვანა. ადგილზე მობილიზებულია ხუთი სამაშველო ჯგუფი, მყვინთავები და სპეცტექნიკა.

დუშეთის რაიონში შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა.

სატვირთო ავტომობილი, რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას გზიდან გადავარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი