ჟინვალი-ფასანაურის გზის რეაბილიტაცია 

15:25, 15.07.2026

ჟინვალი-ფასანაურის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საუბარია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მდინარე არყალას ხიდიდან ხანდოს ხევის ხიდამდე. პროექტი ორ მონაკვეთად ხორციელდება და ითვალისწინებს გზის საფარის სრულ განახლებას, ათი ხიდის რეაბილიტაციას, წყალგამტარი მილების, საყრდენი და ნაპირდამცავი კედლების, ავტობუსის გაჩერებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობასა და გზის მონიშვნას. სამუშაობისთვის 67 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

მსგავსი