ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება - შეფასებები თბილისში

უკრაინის გამო საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ლიეტუვის სეიმის წევრი.

საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი ოფიციალურ თბილისს პრორუსული პოზიციის დაკავებაში ადანაშაულებს და ამ კონტექსტში ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც არ იმსახურებს. მორიგი მწვავე გზავნილი ვილნიუსში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ვიზიტის პარალელურად გაისმა. ნიკა მელია ვილნიუსშია. კრიტიკის შემცველი განცხადება ლიეტუველმა კანონმდებელმა სწორედ მასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. არანაკლებ მწვავე იყო მმართველი გუნდის რეაქცია. „ქართული ოცნება“ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პავილიონისის გადაყენებას სწორედ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ ნეგატიურ კომენტარებს უკავშირებს.

 

დატოვე კომენტარი