ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი

12:18, 05.03.2025

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი იწყება. მანამდე კი თანათავმჯდომარეებთან ტექნიკური შეხვედრები უკვე გამართეს. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. განსახილველ საკითხებს შორის არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე უფლებების დარღვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის ფაქტები.

 

მსგავსი