ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები კომუნიკეს ავრცელებენ

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები 46-ე რაუნდთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებენ. მათი განცხადებით, დისკუსიები საქმიან და ღირსეულ გარემოში წარიმართა.

„პირველ სამუშაო ჯგუფში თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადგილზე არსებული ზოგადი ვითარება შეაფასეს როგორც მშვიდი და სტაბილური. ყველა მონაწილემ აღნიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა გასულ წლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. ამ კონტექსტში თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, დაუყოვნებლივ განაახლონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რეგულარული შეხვედრები ერგნეთსა და გალში. საფრთხეების აღქმა სხვადასხვა კუთხიდან დეტალურად იყო განხილული თანათავმჯდომარეების მიერ. ისინი მიესალმებიან გამჭვირვალობის ზრდას. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის პრინციპების მიმართ, დათანხმდნენ, განაგრძონ დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გზით და მიესალმნენ ახალ წინადადებებს ამ კუთხით“, – აღნიშნულია ჟენევის თანათავმჯდომარეთა კომუნიკეში. მათი თქმით, მეორე სამუშაო ჯგუფში, მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება.