ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი

იგეგმება თუ არა აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილი საერთაშორისო ფორმატის გადახედვა, – პრეზიდენტის მიერ ვილნიუსში გაკეთებულმა განცხადებამ საკითხი პოლიტიკურ წრეებში კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, ქვეყნის დეოკუპაციისთვის და რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად ჟენევის მოლაპარაკებების დღეს არსებული ფორმატი ნაკლებად ეფექტურია და სხვა გზების მოძებნაა საჭირო. „ჟენავაში მხოლოდ წასვლით და უკან დაბრუნებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ“, – ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია.

სახელმწიფოს მეთაურმა კრემლზე ზემოქმედებისთვის ევროპასაც უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის გზავნილებმა თბილისში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.